ელფოსტა პლატფორმაში
კომპანიის ფოსტა (Microsoft 365, Gmail ან cPanel) პირდაპირ სისტემაში შემოდის. წერილი თავისით უკავშირდება კლიენტს, ერთი დაჭერით კი დავალებად იქცევა.
ანაცვლებს: Outlook, Gmail-ის ცალკე ფანჯარა
დავალებები, ჩატი, ელფოსტა, კალენდარი, CRM და საწყობი ერთ ქართულენოვან სისტემაში. აღარ გჭირდებათ ათი სხვადასხვა გამოწერა და მუდმივი გადართვა პროგრამებს შორის — თქვენ კი ხედავთ, ვინ რას აკეთებს და რა ეტაპზეა თითოეული საქმე.
ლიცენზია თითო მომხმარებელზე — ₾0 · თქვენს სერვერზე ან ჩვენს ღრუბელში
მონიშნეთ პროგრამები, რომლებსაც თქვენი გუნდი იყენებს, და მიუთითეთ თანამშრომლების რაოდენობა. უცხოური სერვისები თითო მომხმარებელზე, ყოველ თვე იხდიან — ჩვენთან ასე არ არის.
მოდულები ერთმანეთთან არის დაკავშირებული: წერილი ერთი დაჭერით დავალება ხდება, დავალება — კლიენტის ისტორიის ნაწილი, ყველაფერი ერთად კი — ანგარიში მენეჯერისთვის.
კომპანიის ფოსტა (Microsoft 365, Gmail ან cPanel) პირდაპირ სისტემაში შემოდის. წერილი თავისით უკავშირდება კლიენტს, ერთი დაჭერით კი დავალებად იქცევა.
ანაცვლებს: Outlook, Gmail-ის ცალკე ფანჯარა
არხები, პირადი მიმოწერა, ფაილები და ზარები. ყველა საუბარი კომპანიაში რჩება.
ანაცვლებს: Slack, Teams
ხედავთ, ვინ როდის არის დაკავებული, ნიშნავთ შეხვედრას და მოსაწვევს ელფოსტით აგზავნით.
ანაცვლებს: Google Calendar-ის გაზიარება, Calendly
დაფა, სია და ვადები; პასუხისმგებელი, შემოწმება და ავტომატური შეხსენებები.
ანაცვლებს: Monday, ClickUp, Trello, Asana
კლიენტები, გარიგებები, შეთავაზებები და ინვოისები. გაყიდვების ძაბრი რეალურ დროში.
ანაცვლებს: HubSpot, Pipedrive
ნაშთები, ზედნადებები RS.ge-ზე, აგენტების შეკვეთები, რომლებიც პირდაპირ საწყობში ჩადის, და ავტომატური მარშრუტები.
ანაცვლებს: Excel-ის ცხრილები
თანამშრომელი მოსვლას და წასვლას აფიქსირებს მხოლოდ ოფისის IP-დან (საველე გუნდი — QR-ით ან GPS-ით). დაგვიანება, ზეგანაკვეთი და შვებულებები თავისით ითვლება.
ანაცვლებს: Self HR, Time Doctor, Hubstaff, ქაღალდის ჟურნალი
შიდა ცოდნის ბაზა, შაბლონები და დადასტურების მარშრუტები: შესყიდვა, ხარჯი, შვებულება.
ანაცვლებს: Notion, ელფოსტით „დამიდასტურე“
ზარი პირდაპირ კალენდრიდან ან ჩატიდან. შეხვედრის ოქმი და დავალებები ავტომატურად ინახება.
ანაცვლებს: Zoom, Google Meet
თუ გსურთ, თანამშრომლები მთელ სამუშაოს მხოლოდ პლატფორმაში აკეთებენ: სამსახურებრივი ფოსტა, ფაილები და კლიენტები სისტემის გარეთ არ გადის. თქვენ კი რეალურ დროში ხედავთ, ვინ რაზე მუშაობს.
წესებს თქვენ ირჩევთ. კანონიც მოითხოვს, რომ თანამშრომლებმა წინასწარ იცოდნენ, რა აღირიცხება — სისტემა ამის გაცნობასაც გიმარტივებთ.
28 ტიპური კონფიგურაცია — დისტრიბუციიდან სასტუმრომდე. ყველა მათგანს ერთი პლატფორმა უდევს საფუძვლად: ჩატით, დავალებებით, ფოსტით და კონტროლით.
დისტრიბუცია
საწყობი და RS.ge
CRM
CRM
CRM
შიდა ოპერაციები
მომსახურება
CRM
დისტრიბუციავნახულობთ, რომელ პროგრამებს იყენებთ, რამდენს იხდით და სად იკარგება დრო.
1–2 დღევაწყობთ მოდულებს თქვენს პროცესზე და გადმოგვაქვს არსებული მონაცემები: Monday, ClickUp, Excel და სხვა.
2–6 კვირაგუნდი რეალურ საქმეზე მუშაობს, ჩვენ კი ვასწორებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.
ვალდებულების გარეშეძველ გამოწერებს აუქმებთ, ჩვენ კი ვზრუნავთ სერვერზე, განახლებებზე და სარეზერვო ასლებზე.
ქართულად, ადგილზეცპირველი 30 დღე უფასოა და ვალდებულებას არ გაკისრებთ. გაჩვენებთ, როგორ იმუშავებს თქვენი კომპანია ერთ პლატფორმაზე.